5299-04-2-2-202005280926
N 04-2/5299
28/05/2020
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს
ბატონ გიორგი წოწკოლაურს
ასლი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს
რეკომენდაცია
სოციალურ აგენტებთან და უფროს სოციალურ აგენტთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების
გაფორმების უკანონო პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე
შემუშავებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული
შემოწმების შედეგების მიხედვით და გეგზავნებათ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
ბატონო გიორგი,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარეობს საქმისწარმოება ა(ა)იპ
სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრის თავმჯდომარის, თეონა ჰენდერსონის №10631/19
განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სააგენტოში დასაქმებულ პირთა შრომითი
უფლებების სავარაუდო დარღვევის საკითხს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ წინამდებარე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე
გარემოებების გამოკვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოში სოციალური აგენტის და უფროსი სოციალური აგენტის პოზიციებზე
დასაქმებულ პირთა კანონიერი უფლების დარღვევას.
ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში 2020 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით,
დასაქმებულია სულ 283 სოციალური აგენტი და უფროსი სოციალური აგენტი. მათ შორის, 251
პირმა შრომითი ურთიერთობა სააგენტოსთან დაიწყო 2005-2017 წლებში.
1
1
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 25 თებერვლის №04/6010 წერილი.